07 დეკემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"ერთი ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან, ძალიან ლანძღავდნენ პოროშენკოს"-სააკაშვილი უკრაინის სპეცრაზმზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა დიდი სიმამაცე, როდესაც ის გაათავისუფლეს მიკროავტობუსიდან, სადაც სპეცრაზმს ჰყავდა დაპატიმრებული.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ მაშინ როდესაც შემოდიოდა უკრაინაში მას საზღვართან დახვდნენ აქტივისტები, ამ შემთხვევაში კი ის დაიცვეს მეზობლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა.

მისი თქმით საფრთხე არ არის დასრულებული, რადგან იმუქრებიან რომ ხვალ შეიძლება კიდევ რამე მოხდეს, თუმცა ეს არ იქნება დასასრული მისთვის.

„ისინი იმუქრებიან რომ ხვალ შეიძლება რაღაც სპეცოპერაცია განახორციელონ და ა.შ. მაგრამ ამათი საქმე წასულია. ამ ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს. იმიტომ რომ უკრაინელ ხალხს დასჭირდება. დღეს „ეს ბე უ-შნიკები,“ რომლებმაც დამაკავეს ისე ლანძღავდნენ ავტობუსში პოროშენკოს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით სპეცრაზმის ის თანამშრომლები, რომლებიც მასთან სახლში შეიჭრნენ არ მალავდნენ, რომ კეთილგანწყობილები იყვნენ მისი და მისი პარტიის მიმართ და  მათგან რამდენიმემ ისიც კი უთხრა რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ აქტივისტები არიან.

„ვინც შემოვიდა ის იყო, რამდენიმე მათგანი ძალიან კეთილგანწყობილი ჩვენს მიმართ. ერთი ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან. იქ ავტობუსში 7 "ეს ბე უ-შნიკიდან“ 2 იყო ცუდი, დანარჩენი ხუთიდან  სამი ნაღდად ჩვენს მხარეს იყო და ერთი ორი გაურკვევლობაში და ძალიან ლანძღავდნენ პოროშენკოს,“-განაცხადა სააკაშვილმა. 

დღის ამბები