07 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
პალესტინელთა რისხვის მეორე დღე - ბეთლემში შეტაკებები გრძელდება

პალესტინელთა რისხვის მეორე დღე ბეთლემში. დემონსტრანტები დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ. თუმცა, დაწყებისთანავე აქცია ბეთლემის მთავარ ქუჩაზე ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეტაკებებში გადაიზარდა. მომიტინგეები წვავენ საბურავებს და სამხედროებს ქვებს ესვრიან, ჯარისკაცები კი, მათ შეჩერებას ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით ცდილობენ.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს.

ბეთლემის გარდა, აქციები იმართება იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილშიც. მომიტინგეები ძველი ქალაქის შესასვლელთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია.

პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის ჩხუბიც მოხდა, თუმცა მასშტაბური შეტაკებები აქციაზე არ ყოფილა.

დღის ამბები