30 მარტი 2025,   12:16
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს

ტელეკომპანია TSN ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს. იური პოკინბოროდა 2015-16 წლებში ხელმძღვანელობდა პოლიციას ლუგანსკში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის აყვანა უკრაინის შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსნის ბინაში მოხდა, რასაც უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ.