
This is a modal window.
„პოროშენკომ თავი მოიჭრა, თავისდაუნებურად, სააკაშვილი ამით კიდევ უფრო გააძლიერა, თავისი თავი კი დაიმცირა,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
„დაწყებული პასპორტის ჩამორთმევიდან დამთავრებული დღევანდელი დაკავებით არის ერთი დიდი პანიკური რეაქცია პოროშენკოს მხრიდან. პეტრო პოროშენკო შიშით აშკარად გონებადაბინდულია, რადგან ასეთი შეცდომები უპატიებელია,“ - აღნიშნა ნიკა რურუამ.