26 დეკემბერი 2024,   19:24
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლო 7 საათზე მეტია გრძელდება - სხდომის პარალელურად, მხარდამჭერები მის გათავისუფლებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკვე 7 საათზე მეტია, გრძელდება. პატიმრობის შემდეგ პირველი საჯარო მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პეჩორის რაიონულ სასამართლოში იმით დაიწყო, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და შიმშილობასაც არ შეწყვეტს.

შუშის ჯიხურს მიღმა ხმა ჟურნალისტებს მაინც მიაწვდინა იმის სათქმელად, რომ თავს პოლიტიკურ პატიმრად და ოლიგარქების ტყვედ მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებთან ერად ჯერ უკრაინის ჰიმნი, შემდეგ კი სანდრა რულოვსთან ერთად, საქართველოს ჰიმნი იმღერა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააკაშვილს შუშის ჯიხურის დატოვების უფლება მისცა. 

სხდომაზე იულია ტიმოშენკომ რადას სხვა დეპუტატებთან ერთდ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რითაც 12 დეპუტატი სააკაშვილს თავდებში ჩაუდგა და მისი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. პროკურატურამ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობა მოითხოვა.

სასამარლო სხდომა რამდენიმე შესვენებით წარიმართა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი შესვენების დროს „კურიერის“ კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს გარეთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი დილიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები