06 დეკემბერი 2024,   07:52
ვრცლად
17 წლის გოგი დოლიძის გაუჩინარება შესაძლოა, ონლაინ თამაშ "ლურჯ ვეშაპს" უკავშირდებოდეს 

ქობულეთის პოლიცია 17 წლის მოზარდს ეძებს, რომლის გაუჩინარებაც შესაძლოა, ონლაინ თამაშ "ლურჯ ვეშაპთან" იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ეჭვს „კურიერთან“ დაკარგული გოგი დოლიძის და გამოთქვამს. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ძმას სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღმოუჩინა.

17 წლის მოზარდს დოლიძეები მე-6 დღეა, ეძებენ. გაუჩინარებული მოსწავლის ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვაში ცხოვრობს.

კლასის დამრიგებელი იმ შემთხვევას იხსენებს, როცა გოგი დოლიძემ სახეზე დაზიანებები მიიღო. ის ყვება, რომ ამ ინციდენტს კავშირი "ლურჯ ვეშაპთან" არ ჰქონია. რაიმე საეჭვო გარემოება გაუჩინარების წინა დღეებში არც მასწავლებლებს შეუნიშნავთ.

დაკარგული მოზარდის მასწავლებლები და მეგობრები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, სოფო ჭულუხაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები