08 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ქართული ხელისუფლება იმ შემთხვევაში დასთანხმდება სააკაშვილის აქ გადმოყვანას, თუ რუსთავი2 აღარ იარსებებს - ირინა სარიშვილი

„ქართული ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვეაში დასთანხმდება მიხეილ სააკაშვილის აქ გადმოყვანას, თუ ერთადერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს, აღარ იარსებებს იმ ფორმით,“ - ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ირინა სარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ არ იქნება რუსთავი2 და სააკაშვილისთვის დასაყრდენი პოლიტიკური ძალა არ იარსებებს. 

სარიშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაკავებასთან დაკაშირებით ქართულ და უკრაინულ ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა.

„უკრაინაში ანტიკორუფციული სისტემის დამარცხება ეს არის არამხოლოდ ანტიკორუფციული სისტემის დამარცხება, არამედ ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის დაკარგვა, ჩვენ უკიდურესად გამძვინვარებულ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, რუსეთზეა საუბარი,“ - აღნიშნა სარიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები