08 დეკემბერი 2024,   20:31
ვრცლად
კახა კალაძე მერიაში შტატებს ზრდის - ახალი თანამშრომლების ხელფასები 3600 ლარიდან 5600-მდე მერყეობს

თბილისის მერიაში შტატები იზრდება. ამისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მერიაში  დამატებით 35 ახალი შტატი შეიქმნა.

ცვლილებები შეეხო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, რომელსაც  უკვე ჰყავს ხელმძღვანელი და 10-მდე თანამშრომელი, თუმცა მერმა დამატებით მრჩეველი დანიშნა, რომლის სახელფასო სარგო 5600 ლარით განისაზღვრა. შედარებით მცირე ხელფასს მიიღებს ამავე სამსახურში დასაქმებული 3 სპეციალისტი. თითოეულის ანაზღაურება, დაახლოებით, 3500 ლარი იქნება.

თვეში 3600 ლარს მიიღებს მერიის კიდევ ერთი ახალი თანამშრომელი - კონსულტანტი დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ მერიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქვს, რომელიც უკვე წლებია, მუშაობს, კახა კალაძემ მერიაში ახალი შტატი დაამატა. 

თბილისის მერიაში შტატების გაზრდას უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია, რომელიც მერს ერთ-ერთ პირველ დაპირებას - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ახსენებს. 

დღის ამბები