26 დეკემბერი 2024,   19:36
ვრცლად
თეა წულუკიანი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომას სპეკულაციად აფასებს

„მე ამ სპეკულაციებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ განვიხილავ,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გადადგომასთან დაკავშირებით მას შემდეგ ისაუბრა, რაც მისმა მეგობარმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ხელისუფლების მხრიდან ზოგიერთი ბიზნესკომპანიის მფარველობაზე გააკეთა განცხადება. ამის საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ის გადადგება.

თეა წულუკიანი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომას სპეკულაციად აფასებს.

„პრემიერის გადადგომის საკითხს, მე ამ სპეკულაციებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად არ განვიხილავ, იმიტომ, რომ ჩემს მაგალითზე ვიცი, რომ 5 წლის განმავლობაში იგივე ავტორებმა სპეკულაციების, მეც ბევრჯერ მომხსნეს, მაგრამ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები