26 დეკემბერი 2024,   20:14
ვრცლად
რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს- ფიქრია ჩიხრაძე მაუწყებლის შესახებ კანონზე საუბრობს

მედიაკომპანიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და სარეკლამო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საკუთარი შენიშვნები გააცნეს. 

14:00 საათზე დაწყებულ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი არ დასწრებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც მიწვეულები იყვნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ცალკე გამართა პრეზიდენტთან მოლაპარაკება.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სურვილი იყო, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა ცალკე შემდგარიყო.

„ეს მათი სურვილი იყო, რომ შეხვედრა ცალკე ყოფილიყო. ჩვენ გამოვთქვით კიდეც ეს აზრი, რომ შეიძლება ერთად ყოფნის შემთხვევაში ბევრ საკითხზე ადგილზე გამართულიყო დებატები და შესაძლოა შეჯერებაც მომხდარიყო, მაგრამ ასეთი იყო სურვილი და ბუნებრივია, ჩვენც სურვილის მიხედვით შევხვდით," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი საბოლოოდ იქცა კანონად, კერძო ტელეკომპანიები და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

"რაც შეეხება რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ეს კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ვეტოსთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, წინ არის კიდევ მესამე მოსმენა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები