26 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
თავდასხმა  საქართველოს ბანკის ფილიალზე - დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

თავდასხმა წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი რომელიც ბანკში შეიჭრა, შეიარაღებული იყო. შემთხვევის ადგილზე ამ დომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები თუმცა თავდამსხმელის კვალს, რომელმაც ბანკიდან გაქცევა მოახერხა, სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს. მამაკაცი ბანკის ფილიალში ფულის წაღების მიზნით, დაახლოებით 17:30-ზე შეიჭრა.  

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის სოფო ბალავაძის ინფორმაციით, მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, რადგან დაცვის სისტემა დროულად ჩაირთო. 

„თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე მდებარე სერვის-ცენტრში. დაცვის სისტემამ მყისიერად იმუშავა და შესაბამისად, დამნაშავემ ვერ მოახერხა თანხის წაღება. დამნაშავე იყო სულ ერთი და არავინ დაშავებულა ამ თავდასხმის დროს,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ.

აღნიშნული ბანკის ფილიალის დაყაჩაღება რამდენიმე კვირის წინაც სცადეს. თავდამსხმელმა თანხის წაღება მაშინაც ვერ მოახერხა და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები