26 დეკემბერი 2024,   20:33
ვრცლად
უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდის გადამტანი პირი აჭარის ყოფილი შს მინისტრია

უკრაინის საზღვარზე კონტრაბანდის გადამტანი პირი აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დავით ღლონტია. ის უკრაინაში ვიცე-კონსულის, ეკა პატარაძის, მეუღლეა. სწორედ ამ მიზეზით ჰქონდა მას დიპლომატიური პასპორტიც.

დავით ღლონტს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა წინა ხელისუფლების დროს ეკავა.

მომხდარის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიცე-კონსული უკრაინის საელჩოდან უკვე გამოიწვია.

შემთხვევა უჟგოროდის გამშვებ პუნქტზე მოხდა. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური კონტრაბანდული სიგარეტის ამოღების კადრებსაც ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მძღოლი მანქანის დათვალიერების საშუალებას მესაზღვრეებს არ აძლევდა, რის გამოც ადგილზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებისა და ადვოკატის გამოძახება გახდა საჭირო. საბოლოოდ მანქანაში 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოჩნდა.

დღის ამბები