საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. ილია მეორემ მადლობა გადაუხადა სერჟ სარქისიანს სტუმრობისთვის.
მანამდე კი, სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.