07 დეკემბერი 2024,   05:59
ვრცლად
სპეცრაზმი თელავის სპორტსკოლასთან - შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის ჩატარებას არ ადასტურებენ

სპეცრაზმი თელავის სპორტსკოლასთან - შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის ჩატარებას არ ადასტურებენ.

როგორც შსს-ში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს ამ წუთებში თელავში არც სპეცოპერაცია მიმდინარეობს და არც რაიმე სახის საპოლიციო ღონისძიება.

სპორტსკოლის ხელმძღვანელი, ზაქარია კევლიშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელები შენობაში სავარჯიშოდ არიან მისულები.

სპეცრაზმის მობილიზება თელავის სპორტსკოლასთან, დაახლოებით, 2 საათის წინ დაიწყო. ადგილზე ასევე, იმყოფება თელავის მერის მოადგილე, რომელიც აცხადებს, რომ სპეცრაზმელების მობილიზების მიზეზი მისთვის უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები