26 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
პანკისში პროტესტი სულ უფრო მწვავდება, თავში დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა

პანკისში პროტესტი სულ უფრო მწვავდება.  ხეობის მოსახლეობა და უხუცესები ქუჩაში ორჯერ გამოვიდნენ და ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნეს. პროტესტის მთავარი მიზეზი სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ძილში ნასროლი ტყვიაა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პანკისის მოსახლეობის მთავარი კითხვებია თუ რატომ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმმა მძინარეს, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცავების მხრიდან. უხუცესები ხელისუფლებას ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ.

თერმირლან მაჩლიკაშილის ბებიის მტკიცებით,  როდესაც სამართალდამცველები სახლში შევარდნენ, 19 წლის თერმირლანს ეძინა და ლოგინიდან წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, როდესაც ტყვია თავში მოხვდა.

სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

„კურიერი“ სპეცოპერაციისას დაკავებულის ოჯახებშიც იმყოფებოდა. ისინი ბრალდებულების აჰმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები