07 დეკემბერი 2024,   07:17
ვრცლად
პირველივე ხელფასთან ერთად გამოწერილი დანამატი - ზესტაფონის საკრებულოში ფინანსური წახალისება მხოლოდ ნაწილზე გაიცა

ზესტაფონის თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ფინანსური წახალისება პირველივე ხელფასთან ერთად გამოწერა, თუმცა საახალწლო დანამატი ყველას არ ერგო. 23 ათასი ლარი საკრებულოს თავმჯდომარეზე, მოადგილეზე აპარატის რამდენიმე თანამშრომელზე და უმრავლესობის დეპუტატებზე გადანაწილდა.

საახალწლო პრემია ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ თავისთვის, მოადგილისა და კიდევ 16 თანამშრომლისთვის თვენახევრიანი მუშაობის შედეგ გამოწერა. რა სამუშაოს შესრულებისთვის დაიმსახურეს ხელფასის ოდენობის პრემია, დღეს ზესტაფონის საკრებულოში არ განუმარტავთ.

რატომ გაიცა საახალწლო დანამატი მხოლოდ ნაწილზე, ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს არ განუმარტავს, ჟურნალისტებთან მხოლოდ მისი მოადგილე გამოჩნდა.

საახალწლოდ გაცემული პრემიის ოდენობა 26 000 ლარია.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები