26 დეკემბერი 2024,   19:19
ვრცლად
სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავიდან თბილისში გადმოყავთ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 თემირლან მაჩალიკაშვილი  თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ გადმოყავთ. ის თელავიდან რამდენიმე წუთის წინ წამოიყვანეს. მაჩალიკაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის მამას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაჭრილი ახალგაზრდის თბილისში გადაყვანა იგეგმებოდა. 

ექიმ-რეანიმატოლოგის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ვასილ გვენეტაძის შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება შესაძლებელი იყო. ექიმის განცხადებით, პოსტოპერაციულ პერიოდში მოსალოდნელია შესაძლო გართულებები. აქედან გამომდინარე, პაციენტისთვის საჭიროა სპეციალიზირებულ მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობა. 

ოჯახის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდას საძინებლის კარი შუემტვრიეს და მყისიერად, საწოლშივე ესროლეს.

 

დღის ამბები