08 დეკემბერი 2024,   18:23
ვრცლად
"ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება"- შს მინისტრმა კულტურის სამინისტროში პოეტ რატიანის საქმეზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა კულტურის სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მინისტრისა და მწერლების შეხვედრაზე პოეტ ზვიად რატიანის საქმეზეც ისაუბრეს. გიორგი გახარიას თქმით, პოეტის საქმეზე, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება.

„ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება ჩატარებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა ვიდეო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც რატიანი და პოლიციელები არიან ასახული, გააკეთა კომენტარი.

„ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეები ამ გამოწვევასაც გავუძლებთ და ვუპასუხებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გავრცელდა ჩანაწერის სრული ვერსია, შს მინისტრმა განაცხადა, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.

"მე არ ვიცი ამ საქმის დეტალები კონკრეტულად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ სრული ჩანაწერი, რომელიც იყო წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ასევე, სადღაც ინტერნეტში, საიტზე დევს,“ - აღნიშნა გახარიამ. 

დღის ამბები