26 დეკემბერი 2024,   20:10
ვრცლად
პირველი იანვრიდან ამერიკის არმიაში ტრანსგენდერებს მიიღებენ

2018 წელს ახალი რეგულაციით ხვდება პენტაგონი - პირველი იანვრიდან ამერიკის არმიაში ტრანსგენდერებს მიიღებენ. LGBT საზოგადოების წარმომადგენლებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შესახებ განაცხადის წარდგენა შეეძლებათ.

ეს რეგულაცია პენტაგონმა ჯერ კიდევ 2016 წელს, წინა ადმინისტრაციის დროს, მიიღო, თუმცა, ბარაკ ობამას ხელმოწერილი დოკუმენტი დონალდ ტრამპმა აგვისტოში გააუქმა და ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახური ისევ აუკრძალა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება LGBT საზოგადოების წარმომადგენლებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და პროცესები მოიგეს.

ვირჯინიისა და ვაშინგტონის სასამართლოებმა ტრამპის განკარგულება შეაჩერეს. პენტაგონში აცხადებენ, რომ თეთრი სახლი ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში არ გაასაჩივრებს.

დღის ამბები