07 დეკემბერი 2024,   06:35
ვრცლად
კატეგორიულად მიუღებელია - აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატი საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაზე

„თუკი გაიხსნება გზა, მათ შორის, სამხედრო ტვირთებისთვის, რომელიც სომხეთში წავა, სომხეთში, რომელიც ახდენს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატმა, რასიმ მუსამბეკოვმა, საქართველოს პრემიერმინისტრის საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

კურიერთან გაკეთებულ განცხადებაში აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრი აცხადებს, რომ სამხედრო ტვირთების გატარებაზე თანხმობა უგუნური და საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება იქნება.

აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილის ის ინიციატივა დაგმეს, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ბაქოს პროტესტი გიორგი კვირიკაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალმა ტვირთებმა შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გაიარონ.

აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატი, რასიმ მუსამბეკოვი, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა იგულისხმა პრემიერმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

„საქართველოს პრემიერმა ახსენა ფორსმაჟორული სიტუაციები, რა დროსაც, როკის გვირაბით გაატარებენ სომხურ ტვირთებს. ჩნდება კითხვა, რა იგულისხმება ფორსმაჟორულ სიტუაციებში. თუკი საუბარია ბუნებრივ კატასტროფებზე, არაუშავს, მაგრამ თუ საქართველო ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს ტრანზიტს ოსეთის გავლით, რუსეთთან ერთად, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა და მისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამ ყველაფერს გააკეთებს სომხეთთან ერთად, რომელიც წინააღმდეგია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციის, მაშინ აზერბაიჯანისთვის, როგორც მინიმუმ, ეს ყველაფერი გაუგებარია,“ - აცხადებს რასიმ მუსამბეკოვი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები