03 მაისი 2024,   00:02
ვრცლად
7 გასროლა და 1 დაჭრილი მამაკაცი - ორთაჭალაში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

გვიან ღამით სროლის ხმა ისმოდა ორთაჭალაში, ბერძნის ქუჩაზე. როგორც "კურიერს" აცნობეს, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა 7 გასროლა განახორციელა, რომელის შედეგადაც დაჭრილია 1 მამაკაცი. 

"კურიერის" ინფორმაციით, მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს, თუმცა ადგილობრივებმა სროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ქალბატონი აცხადებს, რომ სროლას მანქანის სწრაფად მოძრაობის ხმაც მოჰყვა. 

„სროლის შემდეგ მანქანის მოწყვეტის ხმა გავიგე, მანქანა მოწყდა და წავიდა“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა სამართალდამცველებს ბრალდებული ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაახლოებით დილის 04:00 საათისთვის მივიდა.

 

დღის ამბები