11 ოქტომბერი 2024,   22:37
ვრცლად
თბილისში უპატრონო ძაღლის წამების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

თბილისში უპატრონო ძაღლის წამების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. წალენჯიხის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ნაწამები ცხოველი გვიან ღამით იპოვეს. მას დაზიანებები მუცლის არეში სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

ძაღლს მთელი ღამის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა. საბოლოოდ ის გადარჩა, შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.

“მას ფაქტიურად მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა ქირურგიული ოპერაცია და სხვა სახის დახმარება. რაც შეეხება ამ ტიპის სხვა შემთხვევებს, რა თქმა უნდა, ყოფილა მსგავსი შემთხვევები, გვქონია ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმები,“ - განაცხადა გიორგი ჭურღულიამ.

დღის ამბები