21 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ქარბუქისა და ყინვის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ქარბუქისა და ყინვის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მეგაპოლისის მოსახლეობას ქუჩებში გასვლისა და მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. უკვე სამი დღეა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს არქტიკული შტორმი უტევს, რომელსაც "ბომბი ციკლონი" უწოდეს.

ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა. ამ დროისთვის 17 ადამიანია დაღუპული.

უამინდობის გამო შტატებს შორის შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. აღმოსავლეთ სანაპიროზე 3 ათასი ავიარეისიც გადაიდო. არქტიკული ციკლონის გამო გაიყინა მდინარეები და შადრევნები. ნაწილობრივ ყინულით არის დაფარული ნიაგარის ჩანჩქერიც.

დღის ამბები