06 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
არცერთი კონსტიტუციური უფლება არ არის აბსოლუტური უფლება - ეკა ბესელია

„არცერთი კონსტიტუციური უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, თუ არ არის საუბარი ღირსების დაცვაზე, ან ადამიანის წამების აკრძალვაზე,“ - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ სამი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას ენდობიან. 

„როგორ ახორციელებს პირი კონსტიტუციურ უფლებას და არის თუ არა ამ კონსტიტუციური მანდატის განხორციელების პროცესში კონკრეტული პერსონალური ან პოლიტიკური მიზანი შინაარსი, ამაზე მსჯელობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები