03 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა

ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ჩხვირკია გეგუთის საპყრობილეს რამდენიმე წუთში დატოვებს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო. 

"თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია გასულ წელს ბათუმში, 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.

ჩხვირკიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა.

მასთან ერთად იმავე მუხლით დაკავებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

დღის ამბები