06 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი," - მიხეილ ჯანელიძე რეზოლუციის შესახებ საუბრობს

„ოპოზიციის ქმედებები, ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულად უპასუხისმგებლო,“ - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრმა ოპოზიცია მათივე განცხადებების გამო გააკრიტიკა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავარია რომ პარლამენტს ერთიანი რეზოლუცია ჰქონდეს.

„ოპოზიციის ქმედებები, ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულად უპასუხისმგებლო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი, მნიშვნელოვანია რომ მათ შორის ოპოზიციის და საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ. მაგრამ დაველოდოთ, რა რესურსს გამოძებნის ოპოზიცია იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს უდგას ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები