02 მაისი 2024,   17:31
ვრცლად
ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, ბიზნეს წილებზე დავა განიხილება

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმის დაკითხვა პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს სავარაუდოდ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ იმ ქალბატონთან ჰქონდათ, რომელიც მკვლელობის დროს კახიძესთან ერთად ბინაში იმყოფებოდა და დაიჭრა. გამომძიებლები ნუგზარ კახიძის ბიზნეს პარტნიორს, "შპს ვარკეთილი 96"-ის ერთ-ერთ მეწილეს, გურამ ქაცნაშვილსაც ადვოკატის თანხლებით კითხავდნენ.

მოკლულის ბიზნეს პარტნიორმა ტერიტორია სათადარიგო კარით დატოვა, თუმცა ადვოკატმა მოკლულსა და ქაცნაშვილის შორის უთანხმოებაზე ღიად ისაუბრა. მკვლელობა თბილისის ცენტრში სავარაუდოდ ბიზნეს წილების გამო დაწყებულ დავას უკავშირდება. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში 30 წლის მამაკაცმა გუშინ მოკლა, მას 7 ტყვია ესროლეს.

დღის ამბები