06 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ოკუპანტებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი წმ. გიორგის ეკლესიაში სალოცავად მიდიოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი აღნიშნავს, რომ ორივე მოქალაქე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

თავზარაშვილის თქმით, ტაძარი ოკუპირებული ტერიტორიის აღმნიშვნელი ბანერის იქით მდებარეობს. 

დღის ამბები