UFC-ის ქართველი მოჩხუბარი, გიგა ჭიკაძე, ხვალ ლას-ვეგასში UFC-ის პრეზიდენტის კონტრაქტის მოსაპოვებლად იჩხუბებს. ჭიკაძის მეტოქე ამერიკელი სპორტსმენი, ოსტინ სპრინგერი იქნება.
ლას-ვეგასში სულ ხუთი ორთაბრძოლა გაიმართება და UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტი თავად გადაწყვეტს 5 ორთაბრძოლიდან ვის მიაკუთვნოს ყველაზე პრესტიჟული ლიგის კონტრაქტი, სწორედ ეს ფაქტი აძლიერებს ამ შოუსადმი ინტერესს. მას პირდაპირ ეთერში რამდენიმე ტელევიზია გადასცემს.
გიგა ჭიკაძის ბრძოლა თბილისის დროით, დილის 04:00 საათზე არის ჩანიშნული.