24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი კორეელ გუჰამ ჩოსთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემოპიონატზე  მესამე ფინალი წააგო.

ხვალ +100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ღირსებას გურამ თუშიშვილი დაიცავს. 

დღის ამბები