24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა . საქართველოს ნაკრების ლიდერმა გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა - 15:11. ბაზაძემ ნახევარფინალში ფრანგი ელიოტ ბიბის იოლად, 15:4 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელი რაზვან ურსაჩი ჩამოიშორა - 15:8.

სანდროს ევროპის ჩემპიონატებზე აქამდე სამი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული და ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ანტალიაში იასპარეზა სანდროს ძმამ ბექამაც, რომელმაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ სწორედ მომავალ ფინალისტთან, იტალიელ ლუკა კურატოლისთან წააგო - 11:15.

დღის ამბები