24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

ბუდაპეშტში დღეს სტარტს აიღებს მე-19 მსოფლიოს ჩემპიონატი წყალბურთში. პირველად ტურნირის ისტორიაში მასში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენი გუნდი ""A" ჯგუფში ბრაზილიას, უნგრეთსა და მონტენეგროს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები სამხრეთ ამერიკელების წინააღმდეგ გამართავენ, საქართველო-ბრაზილია 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

პლეი-ოფში ჯგუფიდან 3 გუნდი გადის, პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალში ითამაშებს, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულები კი მერვედფინალში. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას 23 ივნისს მონტენეგროსთან გამართავს, 25-ში კი უნგრეთს დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

დღის ამბები