24 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა გამართა. ბრაზილიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი წყალბურთელები მონტენეგროს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 9-10 დამარცხდნენ.

2 თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და 1 წაგება აქვს. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც როგორც ჯგუფის, ასევე მსოფლიო პირველობის მთავარი ფავორიტია. მატჩი 25 ივნისს 23 საათზე დაიწყება.

დღის ამბები