24 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის სახლის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ოლიმპიური ჩემპიონის და ამ დროისთვის საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა მისი სახლის წინ. ღონისძიებას ასანიძის მეგობრები, ოჯახის წევრები და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი ასანიძემ სხვადასხვა დროს სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე იზეიმა გამარჯვება, 2004 წელს კი ათენში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ასანიძე მწვრთნელის რანგშიც წარმატებულია, მისი ხელმძღვანელობით ლაშა ტალახაძემ რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება იზეიმა, ხუთჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ექვსჯერ კი ევროპის ჩემპიონატი.

დღის ამბები