საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში დღეს ხორვატიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს და პირველად ისტორიაში პლანეტის 8 უძლიერეს ნაკრებს შორის მოხვდება.
ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიას აჯობეს, მონტენეგროსთან და უნგრეთთან კი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. საქართველოსა და ხორვატიის დაპირისპირება 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.