24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
რუსეთის არმიაში მსახურობის თავიდან აცილების ბრალდებით, რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების მეკარე დააკავეს

რუსეთის ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებისა და NHL-ის კლუბ, ფილადელფია-ფლაიერსის 25 წლის მეკარე ივან ფედოტოვი სამშობლოში დააკავეს. მას ბრალად რუსეთის არმიაში მსახურობის თავიდან აცილების მცდელობა ედება. თვითმხილველების მტკიცებით ფედოტოვი, ყინულის მოედანზე ვარჯიშის დროს დააპატიმრეს.

ივან ფედოტოვი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ნაკრებს, ვერცხლის მედლების მოპოვებაში დაეხმარა. ის ფინეთშია დაბადებული, თუმცა მოსკოვის CSKA-ს აღზრდილია, კლუბის, რომელიც რუსეთის არმიასთან მუდამ მჭიდრო კავშირშია.

დღის ამბები