ბუდაპეშტის გრანდ სლემზე მეორე საჭიდაო დღე დასრულდა. ქართველი ძიუდოისტებიდან უმედლოდ გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი დარჩნენ. ლაშა შავდათუაშვილმა კი ფინალში გასვლა მოახერხა.
ლაშას მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი ჰეიდაროვი იყო. ქართველი ფალავანი მეტოქესთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ბუდაპეშტის გრანდ სლემი დღეს დამთავრდება.