საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო. "საბურთალომ" "დინამო არენაზე" ბუქარესტის "სტიაუას" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა, მასპინძლეთა კონტრ-შეტევა ლევან ნონიკაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
საბურთალოსგან გასხვავებით დამარცხდა ბათუმის "დინამო". საქართველოს ჩემპიონს პოლონეთში, "ლეხ პოზნანმა" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 28 ივლისს გაიმართება.