22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
იტალიის სერია A-ს მე-3 ტური "ფიორენტინას" და "ნაპოლის" შორის უგოლო მატჩით დასრულდა

იტალიის სერია A-ს მე-3 ტური ფლორენციის "ფიორენტინას" და "ნაპოლის" მატჩით დასრულდა. სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 60-ი წუთი გაატარა თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

შეხვედრა ორ მხრივ შეტევებში წარიმართა, გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო თუმცა ანგარიში არ გახსნილა, მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

სამი ტურის შემდეგ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატს 7 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს "მილანი" და "ლაციო" ინაწილებენ.

31 აგვისტოს ნეაპოლიტანური კლუბი საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" დამარცხებას შეეცდება.

დღის ამბები