22 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური გაიმართა

მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური გაიმართა. სტამბოლში, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა, შეხვედრა ბალკანელების გამარჯვებით 79-72 დასრულდა.

24 ქულით და 10 მოხსნით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო სერბეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი ნიკოლა იოკიჩი.

ათენის ოლიმპიურ სტადიონზე საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია მიიღო და მეტოქე 85-68 დაამარცხა, ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო იანის ანტეტოკუმპო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა, 7 ჩაჭრა განახორციელა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

დღის ამბები