ზაზა ფაჩულიას გუნდმა, გოლდენ სტეიტმა სტუმრად პორტლენდი დაძაბულ ბრძოლაში 113:11 დაამარცხა და ლიგაში ლიდერობა გაიმყარა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
მატჩი გაციების გამო გამოტოვა სტეფ კარიმ, გუნდში ფაჩულიაზე მეტი ქულა კევინ დიურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს.
41 მოგებითა და 7 მარცხით გოლდენ სტეიტი ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ოქროს შტატელები მომდევლო შეხვედრას 2 თებერვალს საკუთარ მოედანზე, შარლოტ ჰორნეთსის წინააღმდეგ გამართავს.