3 თებერვლიდან საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრაში ფინეთს უმასპინძლებს.
შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და გამარჯვებული გუნდი მეორე რაუნდში ლიტვა-მადაგასკარის მატჩში მოგებულს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, ზურაბ ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე ითამაშებენ.
"საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი მოტივირებულები ვართ. ყველას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ და გვიგულშემატკივრონ," - განაცხადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა.