საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრა გამართა და შვედეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. 31-ე წუთზე კი კონტრშეტევის შემდეგ თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.
გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა და ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო ტურში ჩეხეთის დამარცხება სჭირდება. მატჩი 8 ივლისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ფოტო: GFF