საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია მომავალ სეზონს კვლავ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფაჩულიამ სოციალურ ქსელში დაადასტურა.
გასულ სეზონში 33 წლის ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.