24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ბორჯღალოსნების განწყობა გადამწყვეტი მატჩის წინ

2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს, 16:00 საათზე დინამო არენაზე ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებს. შარშან ბორჯღალოსნები რუმინეთთან დამარცხდნენ და ახლა ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად განსაკუთრებული მოტივაციით ემზადებიან.

საქართველოსა და რუმინეთს ერთმანეთთან 21 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 11-ჯერ საქართველომ მოიგო, 9-ჯერ რუმინეთმა და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. 

დღის ამბები