24 დეკემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ჰარუ ბაშო - ტოჩინოშინის 3 მოგება და 2 მარცხი

15 მარტს ჰარუ ბაშოს ტურნირის მეხუთე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა, ლევან გორგაძემ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიუ იყო, რომელთანაც ლევანს აქამდე ორი მოგება და ორი მარცხი ჰქონდა. იმპერატორის თასის მფლობელმა ქართველმა მეტოქე  მარტივად, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტიჩინოშინი მარტის ბაშოზე ტრავმით ასპარეზობს და ორთაბრძოლის წინ გამაყუჩებელ ნემსებსაც კი იკეთებს. 

დღის ამბები