07 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
კოლონიარისტული, იმპერიალისტური და ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელება - შეფასებები საქართველოს ეკლესიაში რუსეთითან მღვდლის გამოგზავნაზე

რატომ გახდა საჭირო სწორედ ახლა თბილისში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის მოვლინება? თეოლოგთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი რუსეთის იმპერიალისტური მისიის გაგრძელება იყოს. გარდა ამისა, მათი ვარაუდით თბილისში რუსი დეკანოზის ყოფნა პატრიარქის თანამოსაყდრედ დასახელებულ შიოს პატრიარქად არჩევას გაუმარტივებს. 

"მისი საქართველოში მისიონერული ჩამოსვლა ემსახურება ერთადერთ შემთხვევას - კოლონიარისტული, იმპერიალისტური და ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელებას, ნიადაგი მოუმზადოს პრორუსული მსოფმხედველობისა და ორიენტაციის პიროვნებას, ამ შემთხვევაში მოსაყდრე შიოს, რომელიც ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს სადღეისოდ, რათა იგი აღსაყდრდეს, - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

თუმცა თეოლოგთა მეორე ნაწილი თბილისში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის დანიშვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

"არანაირი საფრთხე აქ არი არის, რუსულენოვანი მღვდლები არ გვყავს და რუსული ეკლესია პატრიარქთან შეთანხმებით აგზავნის ერთ მღვდელს,"-აცხადებს თეოლოგი, ლევან აბაშიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები