27 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან - აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე ივანიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ

პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეების გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ.

საპროტესტო აქცია ყოფილი პრემიერის სახლთან გაიმართა.

ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ სისტემის ნგრევამ რიგით ადამიანებზე არ უნდა გადაიაროს, ამიტომ მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ხელისუფლებას საზოგადოების მოთხოვნები შეასრულებინოს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება სწორედ ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და აქედან გამომდინარე, მან უნდა აიღოს მისი გუნდის წევრების ქმედებებზე პასუხისმგებლობა.

დღის ამბები