07 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
სუს-მა ქრთამის აღებისთვის „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი დააკავა

სუს-მა ქრთამის აღებისთვის  „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი, მიხეილ გერგაული, დააკავა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სადაც ნთქვამია, რომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ ერთობლივად ჩატარდა. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. და მიხეილ გ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს - ლ.ს-ს, ქ. თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

„2018 წლის 27 ივნისს, მიხეილ გ-მ, გიორგი გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ - ,,ლილო-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს - თანხის დარჩენილი ნაწილი - 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. იმავე დღეს ბრალდებულის სახით გიორგი გ-ც დააკავეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

დღის ამბები