07 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
დედოფლის ჩვენება მეფის წინააღმდეგ - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

ბაგრატიონთა დინასტიის გრუზინსკების შტოს წარმომადგენელმა გამოძიებას ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ უნდა მისცეს.

თავად ანა ბაგრატიონს ჟურნალისტებთან მიმდინარე გამოძიებაზე არ უსაუბრია. ვრცელი კომენტარი მისმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ გააკეთა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აპირებს გამოძიებას დეტალურად მოუყვეს იმ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც მის წინააღმდეგ ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თანაცხოვრების დროს და შემდეგ განახორციელა.

"საუბარია, როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე ფიზიკური ძალადობის არაერთ ფაქტზე, შესაბამისად ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება,რომელიც საქმეზე არსებობს.

ანას სურვილია რის , რომ პასუხის აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა აღნიშნული ძალადობები და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

რაც შეეხება გამოძიება რას გადაწყვეტს, რომელი მუხლით წარიმართება და რა იქნება სამომავლოდ ეს იქნება პროკურატურისა და გამოძიების გადაწყვეტილება,“- აცხადებს ადვოკატი ელისო რუხაძე.

ადვოკატი ამბობს,რომ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა გასული არ აქვს, რადგან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილმა მეუღლემ არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა, რაც მძიმე დანაშაულია.

„ძალადობა რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა,  მოხდა მისი არასრულწლოვანის გიორგის თვალწინ, რაც არის მძიმე დანაშაული და 6 წლის ხანდაზმულობის ვადა არსებობს. შესაბამისად ხანდაზმული ეს დანაშაული არ არის.

ანა აცხადებს,რომ ის ორი დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და შესაბამისად ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,“- ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე.

ძალადობდა თუ არა მეფე დედოფალზე ამ საქმეზე გამოძიება სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სიუჟეტი“ კურიერში“ გავიდა.  დედოფალი მეფის ძალადობის დასტურად ექსპერტიზის დასკვნას ფლობს, რომელიც ახლა უკვე მეფის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ჩაიდება.

დღის ამბები